როგორ გავუმკლავდეთ ტრეფიკინგს?

    ტრეფიკინგი სწორედ ის პრობლემაა, რომლის უყურადღებოდ დატოვება მომავალში ქვეყანას დიდ თავსატეხს გაუჩენს. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ საგრძნობლად შევამციროთ უკვე ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები, აუცილებელია მოსახლეობის სათანადო ინფორმირება ტრეფიკინგთან დაკავშირებით და საჭიროების ფარგლებში, სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილება.
     ტრეფიკინგის დამარცხების ერთ-ერთ სასუალებას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა მოსახლეობა სიღატაკემ არ გახადოს ტრეფიკინგის მსხვერპლი. აუცილებელია სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა შეიმუშაონ წამების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა, უფრო ეფექტური უნდა გახდეს ტრეფიკინგთან ბრძოლის მექანიზმები, ისინი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის შექმნილ თავშსაფრებში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების პირობები, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციებით. რეალური და ხელმისაწვდომი გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის გარანტიები და უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ღონისძიებების ეფექტური განხორციელება პრაქტიკაში.
     საერთაშორისო ორგანიზაციები გაცილებით დიდი აქტიურობით უნდა ჩაერთონ ამ პრობლემის აღმოფხვრაში. ტრეფიკინგი არ არის მარტო ჩემი ქვეყნის პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა, რომლის დაძლევა მხოლოდ ერთიანობით არის შსაძლებელი.