ბავშვთა ტრეფიკინგი

   ყველა ბავშვს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი თუ სოციალური განვითარებისათვის“ - ეს არის ამონარიდი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელსაც საქართველო თერთმეტი წლის წინ, 1994 წელს, მიუერთდა. თუმცა, ბავშვის უფლებათა აღიარების მიუხედავად, ქართველი მოზარდების სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობა დღემდე ეწირება ოჯახურ თუ სხვა სახის ძალადობას. სტატისტიკის თანახმად, ტრეფიკინგის მსხვერპლის როლში ყველაზე ხშირად ქალები და ბავშვები გვევლინებიან.  ბავშვთა ტრეფიკინგის მასშტაბებს ყველაზე მეტად ახალშობილთა სამოქალაქო რეგისტრაციის სფეროში არსებული ქაოსი ზრდის. საქართველოში ამგვარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალზე რთულია. მსხვერპლი,  როგორც წესი,  დუმილს ამჯობინებს.
                                                                                                                                                                    წყარო
წყარო