ადამიანით ვაჭრობის სფეროში თავისი ნიშნებით ცალ-ცალკე განხილვის თემაა ქალების ჩაბმა სექსინდუსტრიაში და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა. ნიდერლანდების არასამთავრობო ორგანიზაციამ ( ფონდი "ქალებით ვაჭრობის წინააღმდეგ" ) ჩამოაყალიბა ქალთა ტრეფიკინგის შემდეგი ნიშნები: საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ქალმა არ იცოდა, რომ მეძავობა მოუწევდა, ან არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია იმ პირობების შესახებ, რომლებშიც მოუხდებოდა მუშაობა. ის ხელფეხშეკრულია ვალით, რომლის გადახდამდე არ უბრუნებენ დოკუმენტებს და ვერც საქმიანობას წყვეტს, რადგანაც სისტემატიური კონტროლის ქვეშაა.
ჩვენს სინამდვილეში შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ ქალთა 3 ტიპი: 1.იძულებით გაყვანილნი; 2.მოტყუებულნი; 3.საკუთარი სურვილით გასულნი.
ასე, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ხალხთა ჰარმონიული განვითარების ფონდი" მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შეატყობინა ასეთი შემთხვევა: 15 წლის გოგონა ( ქუთაისიდან ) საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მეზობელმა წაიყვანა ტრაპიზონში. გოგონა მიიყვანეს სასტუმროში, აიძულეს მეძავად ემუშავა და მიყიდეს სასტუმროს პატრონს 2000 აშშ დოლარად.
წყარო