5.14.2011

რა არის ტრეფიკინგი?

   ბევრს შეიძლება გაუკვირდეს რატომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დამეთანხმეთ რომ ეს საკმაოდ აქტუალური თემაა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.დღეს-დღეობით ხშირია მოთხოვნა იმაზე, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ თუ რა არის "ადამიანით ვაჭრობა". ამისთვის ხშირია სტატიები ტრეფიკინგზე და წიგნები. მეტიც, სასკოლო სახემძღვანელოში უამრავი გაკვეთილი აქვს დათმობილი სწორედ ამ თემას. მოკლედ, მე შევეცდები წარმოდგენა შეგიქმნათ ადამიანით ვაჭრობაზე.


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     
 წყარო        




   ადამიანების ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება
ადამიანების მიმართ შრომითი ექსპლუოტაციით. ტრეფიკერები აგროვებენ ადამიანებს, უმეტესად ისეთ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სიღარიბითა და საარსებო რესურსების სიმცირით გამოირჩევიან. ისინი ადამიანებს იზიდავენ უკეთესი ცხოვრების დაპირებით და შემდეგ აიძულებენ იცხოვრონ და იმუშაონ უსამართლო, არაჰუმანურ ან ძალადობრივ პირობებში. ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა.

წყარო


 დანაშაულის ეტაპები:


პირველი ეტაპი არის გადაბირებამოტყუებით ან ძალისმიერი გზით. მეორე ეტაპს წარმოადგენს გადაყვანაკანონიერად თუ უკანონოდ საზღვრების კვეთა ან ქვეყნის ფარგლებში გადაადგილება. მესამე ეტაპი კი ექსპლუატაციააადამიანების მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით.


წყარო

No comments:

Post a Comment