
ადამიანების ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება
ადამიანების მიმართ შრომითი ექსპლუოტაციით. ტრეფიკერები აგროვებენ ადამიანებს, უმეტესად ისეთ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სიღარიბითა და საარსებო რესურსების სიმცირით გამოირჩევიან. ისინი ადამიანებს იზიდავენ უკეთესი ცხოვრების დაპირებით და შემდეგ აიძულებენ იცხოვრონ და იმუშაონ უსამართლო, არაჰუმანურ ან ძალადობრივ პირობებში. ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა.
წყარო
დანაშაულის ეტაპები:
პირველი ეტაპი არის გადაბირება – მოტყუებით ან ძალისმიერი გზით. მეორე ეტაპს წარმოადგენს გადაყვანა – კანონიერად თუ უკანონოდ საზღვრების კვეთა ან ქვეყნის ფარგლებში გადაადგილება. მესამე ეტაპი კი ექსპლუატაციაა – ადამიანების მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით.
წყარო
წყარო